12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 19:46:45, 832 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. 

დავით ნარმანიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დასმულ აქტუალურ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან მერია აქტიურად თანამშრომლობს და კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსაზრებები არის საერთო. ის, რომ სამსახურის რეორგანიზაცია უნდა დავიწყოთ, ამაში ყველანი ვთანხმდებით, ისევე, როგორც მარეგულირებელ ნორმებში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობასაც ყველანი ვხედავთ. ასევე მნიშვნელოვანია საბჭოს ფორმირების და ამ ფორმატში გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტიც. ამიტომ, ამ საკითხებზე უახლოეს დღეებში თქვენთან ერთად დავიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

თბილისის მერის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ის თბილისის საკრებულოს წინაშე მოხსენებით 26 აგვისტოს წარდგება. რაც შეეხება გამწვანების რეგულაციებს, სამუშაო ფორმატში მუშაობის რეჟიმი მომდევნო კვირიდან გაგრძელდება. 

„ჩემი თხოვნა იქნება თქვენს მიმართ, ვინც კონსტრუქციულ რეჟიმში მზად ხართ  ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ საქმე გავაკეთოთ, დავსხდეთ, ვიმუშაოთ, გავწეროთ კონკრეტული ნორმები, რაც შესაცვლელია, ერთობლივი მუშაობით შევცვლით. შემოდგომაზე აქტიურად გავაგრძელებთ გამწვანების ღონისძიებებს, ამიტომ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ საზოგადოებას, ჩაერთოს ჩვენთან ერთად“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics