12:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 18:49:39, 834 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს, პარტიულ პროპორციულ სიაში არ შეიყვანონ

„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მან გუშინ მცხეთის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს ღია სატელევიზიო დებატები შესთავაზა, რაზეც ჩოჩელი დათანხმდა. თუმცა, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღეს მის განცხადებაში შეურაცხმყოფელი ბრალდებები გაჟღერდა.

ამასთან, ხუნდაძე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს,  პარტიულ პროპორციულ სიაში არ შეიყვანონ:

"დღეს ჩოჩელმა თავად აღიარა რომ ხალხს ატყუებდა, თითქოს ის ოცნების ფარული კანდიდატი იყო. ეს უკვე დიდი მიღწევაა. რაც შეეხება მის მიერ ჩემს მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, ეს მის სისუსტეზე მიუთითებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ჩემი სტილი არ არის დაბინძურებული ლექსიკა, მე ყოველთვის ფაქტებით და არგუმენტებით ვსაუბრობ. ვფიქრობ, ჩვენი დებატები ნამდვილად საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ამასთანავე, დღეს პირველად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. თხოვნით მივმართავ ჩემი პარტიის ხელმძღვანელობას, არ შემიყვანონ პარტიულ პროპორციულ სიაში. მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ ისევ მცხეთელების და რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერით. 4 წლის განმავლობაში ღირსეულად ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და დემოგრაფიული პროექტის ხელმძღვანელი. ასევე, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი რამ გავაკეთე ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში. სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული გამარჯვებაში",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics