09:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 21:13:47, 801 ნახვა

საზოგადოება
სამართალდამცავებმა სამტრედიაში გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილე დააკავეს

სამტრედიაში, პოლიციის შენობასთან გამართული აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილე, გიორგი სოფრომაძე დააკავეს.

მათივე ცნობით, აქცია უკვე დასრულებული ქონდათ, როდესაც სოფრომაძე პოლიციელებმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის კვლავ სამტრედიის პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს.

სამტრედიაში, პოლიციის განყოფილებასთან გამართულ აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებისთვის საღებავების შესხმა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

აქციის მონაწილეები  22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს აპროტესტებდნენ და თვითმკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ.

აქცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics