23:19 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-18 17:43:14, 1660 ნახვა

სამართალი
მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი პატიმრობაში რჩებიან

საცხოვრებელ კომპლექს " თეთრი მაგნოლიას" საქმეზე   ბრალდებულები- მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი   პატიმრობაში რჩებიან. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეცვლის თაბაზე, ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  დაცვის მხარემ განაცხადა, რომ  არ არსებობდა საშიშროება,  ბრალდებულები გამოძიებას მიმალვოდნენ.

 სახელმწიფო ბრალდებამ  კი, პირიქით,  მათ გათავისუფლებაში არსებულ  საფრთხეებზე მიუთითა. საბოლოოდ, სასამართლომ რჩეულიშვილებისა და მინდელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა არ გაიზიარა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გამოძიება  მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე  ირაკლი მინდელს  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.

ამავე საქმეზე მიმდინარე წლის  10 ივლისს, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს ფილიალის, „ცენტრ პოინტ აჭარა“-ს ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეეფარდა. 15 ივლისს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, სალომე ჩარკვიანმა  თბილისის პროკურატურას განცხადებით მიმართა.   

პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით  პირობითი მსჯავრი განესაზღვრება. ზემოხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის  და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics