|
2016-08-17 18:38:12, 778 ნახვა
საზოგადოება
ზაქარიაძის N3-სა და ასათიანის N12ა-ში წყალკანალიზაციის სისტემა სრულად შეიცვალა
საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების კვეთაზე არსებულ ორ კორპუსში წყალ-კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტი გამგეობამ 80%-ით, კერძოდ, 30,910 ლარით დააფინანსა. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გაიოზ ვასაძემ და ლუკა კანკავამ განყოფილების უფროსთან, ვლადიმერ კაპანაძესთან ერთად დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრნენ. თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშ არსებული მილები და დამონტაჟდა წყალშემკრები ჭები. აღსანიშნავია, რომ ამავე მისამართზე სხვა პროექტიც მიმდინარეობს - კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ზაქარიაძის ქუჩაზე N3 კორპუსის გამაგრების სამუშაოს აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)