|
2016-08-12 15:17:27, 1728 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მჯერა, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვებთ სხვადასხვა გამოწვევებზე
„მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე“, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა „დიდგორობის“ დღესასწაულზე დამსწრე ჟურნალისტებს განუცხადა. „მინდა დღევანდელი დღე მთელს საქართველოს მივულოცო. საქართველოსთვის დიდგორობა ყოველთვის იყო და რჩება გამარჯვების დღედ. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა კაცმა გამოავლინა თავისი სიმამაცე, შეიკრა ერთ მუშტად და გაიმარჯვა მასზე უზომოდ დიდ ძალაზე. მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალშიც არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე - შეიძლება ეს არ იყოს ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის არის გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერის გაერთიანება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი „დიდგორობის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ტრადიციულად, დიდგორის მემორიალთან, სახალხო ზეიმის ფარგლებში კონცერტი, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, დოღი, ტურნირი ჭიდაობასა და მკლავჭიდში და სხვა ღონისძიებები გაიმართა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)