|
2016-08-10 11:57:12, 819 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ხუთ საბავშვო ბაღში ძველი ფასადები რემონტდება
თბილისის ხუთ საბავშვო ბაღში ძველი ფასადები რემონტდება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, იმ ბაღების ფასადები კეთდება, რომლებშიც ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა იყო. ესენია: №197, №54, №112, №121 და №115 საბავშვო ბაღები. სამუშაოები მოიცავს კედლიდან ძველი ნალესის მოხსნას, ფასადის კედლების შელესვას, დამუშავებასა და შეღებვას, ფასადის ფანჯრებზე საცრემლეების მოწყობას, კედლების მობათქაშებას, საევაკუაციო კიბის შეღებვას. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 181 900 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები #115-ე საბავშვო ბაღში სამგორის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოინახულეს. აღნიშნულ ბაღში ფასადის გარდა შიდა სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)