21:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 18:01:19, 843 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გორში არსებული მემორიალები გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ლევან იზორია ქალაქ გორში გაემგზავრა და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, გორის ციხის მახლობლად აღმართული სვეტი, რომელიც საქართველოსთვის თავდადებული შვილების ხსოვნას ეძღვნება, გვირგვინით შეამკო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გვირგვინით შეამკეს გორში ერთიანი საქართველოსთვის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალიც.

გვირგვინით შემკობის ცერემონიალებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics