|
2016-08-04 12:30:48, 1277 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს
„ვითიბი ბანკი“ , სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს მონაწილეობას პროექტში VTB Generation. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბანკირებად მომზადებას საწყისი პოზიციებისთვის. პროექტში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს, სპეციალობით ფინანსები,საბანკო საქმე, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება. კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და ორთვიან სტაჟირებას ფილიალებში. VTB Generation -ის წარმატებული კანდიდატები გაივლიან სამთვიან ინტენსიურ სწავლებას ვითიბი ბანკის ტრენინგ-ცენტრში და სტაჟირებას ფილიალებში. წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან ვითიბი ბანკის ფილიალებში სხვადასხვა პოზიციაზე საოპერაციოს, სალაროს და საცალო დაკრედიტების კუთხით. კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: რეზიუმეების განხილვა, ტესტირება, ჯგუფური და ინდივიდუალური გასაუბრება. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელ.ფოსტაზე vacancy@vtb.ge CV-ების მიღების ბოლო ვადა: 2016 წლის 12 აგვისტო. პროექტი VTB Generation დაიწყო 2013 წელს და მის ფარგლებში მომზადდა 4 ნაკადი. საერთო ჯამში პროექტი წარმატებით გაიარა 95 მონაწილემ და ყველა მათგანი დასაქმდა ვითიბი ბანკის ფილიალებსა და სათავო ოფისში. პროექტი ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით და წარმატებული მონაწილეების დასაქმება შესაძლებელია არა მხოლოდ თბილისის, არამედ ბანკის რეგიონალურ ფილიალებშიც, თუკი მონაწილეებს ამის სურვილი ექნებათ.
(R)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)