|
2016-08-03 23:17:10, 2860 ნახვა
სპეციალური ანონსი
4 აგვისტოს სპეციალური ანონსი
4 აგვისტოს, 09.10 საათზე, სასტუმრო “Rooms Hotel”-ში, „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ გაიმართება. 4 აგვისტოს, 11:00 საათზე, “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” ოფისში ბრიფინგი გაიმართება. 4 აგვისტოს, 12:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი წყალტუბოში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებას დაანონსებს. 4 აგვისტოს, 12:00 საათზე, თელავის მუსიკალურ სასწავლებელში “სახალხო მოძრაობა- სოციალისტური საქართველოს” (ვალერი კვარაცხელია) კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. 4 აგვისტოს, 13:00 საათზე, ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩი" გახსნის გარდაბნის რაიონულ ოფისს და წარადგენს, "გირჩის" გარდაბნის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. 4 აგვისტოს, 14:00 საათზე, „პოლიტიკური პლატფორმა- ახალი საქართველო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არჩევნებში საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციისთვის, მხარდამჭერი ამომრჩევლების ხელმოწერებს წარადგენს.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)