|
2016-08-03 11:48:51, 1221 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: 95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება საკუთრებაში გადაეცემა
„მთავრობის სხდომაზე ჩვენ გავიტანეს საკითხი და 95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება საკუთრებაში გადაეცემა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქონება პრაქტიკულად მთელ საქართველოშია განლაგებული. „მთავრობის სხდომაზე ჩვენ გავიტანეთ საკითხი და 95 ეკომიგრანტ ოჯახს ქონება საკუთრებაში გადაეცემა. ქონება პრაქტიკულად მთელ საქართველოშია განლაგებული. ეს არის წალკა,თეთრიწყარო, ნინოწმინდა, ლაგოდეხი, სიღნაღი, გურჯაანი, ახმეტა, ხონი, მარნეული. საშუალოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა, საშუალოდ გამოდის 2 ათას 600 კვ.მ. მიწა 40-50 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა. ეს ადამაინები საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები იყო მოუგვარებელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა, და ეს ქონება შესაბამისად დაუსკუთრდათ“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)