|
2016-07-29 15:48:19, 1432 ნახვა
სამართალი
მერაბ ტურავა: პაპუაშვილისთვის არ მიგვინიჭებია მანდატი, რომ ასეთი განცხადებები გაეკეთებინა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან განცხადება მოსამართლეების ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გაკეთდა ისე, რომ ამ თემაზე პლენუმი არ შეკრებილა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მოსამართლის თქმით, პლენუმის წევრებს არ ქონიათ შეხვედრა და მანდატი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის არ მიუნიჭებიათ, რომ ასეთი საჯარო განცხადებით, ასეთი საჯარო ბრალდებით სხვადასხვა ორგანოებისათვის მიემართა. “რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს, რომლებმაც გუშინ განაცხადეს, რომ ამის შესახებ პლენუმის ფორმატში იყო მსჯელობა, ჩემთვის ეს ფაქტი არის უცნობი. ჩემთვის არც მოსამართლეთა ინდივიდუალური საუბრების დროს, არც პლენუმის ფორმატში, არც სხვაგვარი შეხვედრების დროს, არასოდეს არ ყოფილა მსჯელობა და საუბარი არც ერთ მოსამართლეზე განხორციელებული რაიმე ზეწოლის შესახებ. მე პირადად გამოვხატავ პროტესტს იმასთან დაკავშირებით, რომ იციან სხვებმა და მე არ ვიცოდი ამის შესახებ“, - აღნიშნა მერაბ ტურავამ. რაც შეეხება წერილს, რომლითაც გიორგი პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ მიმართა, როგორც ტურავამ აღნიშნა, პლენუმის წევრთა უმრავლესობა თავის განცხადებაში გამოხატავს პოზიციას, რომ ისინი საჯარო ბრალდების, საჯარო განცხადების თაობაზე ინფორმირებულები არ იყვნენ. „მთელი საკონსტიტუციო სასამართლო არის დღეს ეჭვმიტანილი. ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, ჭეშნარიტების უმაღლესი საფეხურიც, საზოგადოების მხრიდან იქნება აღქმული, როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. მე არავის არ ვადანაშაულებ, მე ვფიქტობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ ინფორმირებულები სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ის, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ინფორმირებული“, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)