|
2016-07-29 15:02:40, 1197 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ბენეფიციარი შპს „ინტერი“ შეძლებს სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას. უწყების ცნობით, შპს „ინტერი“, ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროექტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 495 459 ლარს შეადგენს. სასტუმრო კი, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, საწყისი ეტაპისთვის დაასაქმებს 14 ადამიანს. ახალი სასტუმრო ოზურგეთში, დაბა ურეკში ზღვიდან 120 მეტრის დაშორებით მდებარეობს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას, კეთილგანწყობილ გარემოს და შეღავათიან ფასებს შესთავაზებს. დამსვენებლებს შეეძლებათ ისარგებლონ სასტუმროში არსებული რესტორნითა და ორი ღია კაფით, სადაც მაღალი დონის შეფ-მზარეულები სხვადასხვა ტიპის კერძებს შესთავაზებენ სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს დაბა ურეკის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე აისახება დადებითად. 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი,
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)