20:23 - 14 Aug, 2026
|
2016-07-28 15:36:24, 1252 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში - „არჩევნები და უსაფრთხოება“
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ნერმან ნისიჩმა გახსნეს.
მათივე ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ტრენინგი „არჩევნები და უსაფრთხოება“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით (IFES) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით განახორციელა.
ტრენინგის მონაწილეებმა, არჩევნების ჭრილში კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები, ასევე, დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
სწავლება (IFES)-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული დირექტორმა ვასუ მოჰანიმ ჩაატარა, რომელიც, 2001 წლიდან დღემდე, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობს და საარჩევნო უსაფრთხოების საკითხებში წამყვანი ექსპერტია. ტრენინგში მონაწილე შსს-ს წარმომადგენლები სწავლებაზე მიღებულ ცოდნას თავიანთ თანამშრომლებს გაუზიარებენ, რათა მომავალი არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება უზრუნველყონ.
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)