|
2016-07-28 15:31:35, 1192 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს ბრუნო ბალვანერას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე EBRD-ის რეგიონულ წარმომადგენელს ბრუნო ბალვანერას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ძირითადად, იმ ინვესტიციებს შეეხო, რომელსაც EBRD-ი საქართველოში ახორციელებს. „განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია 2016 წელი, რადგან EBRD-ი სხვადასხვა მიმართულებებით 400 მილიონი დოლარის ინვესტიციისგანხორციელებას გეგმავს.საუბარია კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, საასტუმრო ბიზნესზე და განახლებადი ენერგიის მიმართულებაზე. სოფლის მეურნეობის მიმართულების დაფინანსება საბანკო სექტორის გავლით მოხდება. ამ სფეროში სათბურების განვითარების ხელშეწყობა იგეგმება, რაცსაქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი პრაქტიკა პრინციპში მხოლოდ რამდენიმე რეგიონში არსებობს. ასევე, ტარდება ტრეინინგები, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს და დაახლოებით, 21 სექტემბრიდან ჩაეშვება ეს პროექტი", -განაცხადა მაია მელიქიძემ. მელიქიძის განცხადებით, იმ მიმართულებებს შორის, რომელსაც EBRD-ი აფინანსებს, აღსანიშნავია კაპიტალის განვითარებისმიმართულების ხელშეწყობა. „მნიშვნელოვანია, რომ EBRD-ი პირდაპირ აფინანსებს რამდენიმე კომპანიას. ამის შესახებ ძალიან ხშირად ისმებოდა კითხვები- ხდება თუ არა EBRD-ისმხრიდან პირდაპირი დაფინანსება. რატომ არა ბანკი და ვთქვათ, რატომ უნდა ავირჩიოთ EBRD-ი? იმიტომ რომ EBRD-ის სესხის ვადა შედარებით უფრო დიდია. ამასთანავე, საუბარია იმაზე, რომ თუ რომელიმე კომპანიას აქვს სურვილი რაღაც მიმართულებით განავითაროს თავისი საქმიანობა 15 % აფინანსებსევროკავშირი, ხოლო დანარჩენს კი, აფინანსებს EBRD-ი", -აღნიშნა მაია მელიქიძემ.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)