|
2015-03-06 12:18:15, 1005 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 3 უვადო მსჯავრდებული ქალი შეიწყალა და მათი გათავისუფლების ვადა განსაზღვრა
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების ორ აქტს მოაწერა ხელი. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების ერთი აქტის საფუძველზე, პრეზიდენტმა უვადო მსჯავრდებული სამი ქალბატონი შეიწყალა და მათი გათავისუფლების ვადა განსაზღვრა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლის ვადას არ აღემატება. "განვმარტავ, უვადო მსჯავრდებული ქალები დღეს საპატიმროს ვერ დატოვებენ. ისინი შეიწყალა პრეზიდენტმა და მათი გათავისუფლების ვადები განსაზღვრა. ამ ქალბატონებს სხვადასხვა ვადა ჰქონდათ მოხდილი, ერთს ჰქონდა 9 წლამდე, ერთს 8 წლამდე, ერთს 7 წლამდე.დადგენილი ვადა, რაც განსაზღვრა პრეზიდენტმა მათი გათავისუფლებისთვის, ჯამურად არ აღემატება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის 20 წლის ვადას. არ აღემატება, მაგრამ ყველასთვის ეს ინდივიდუალურად განსაზღვრული ვადაა",-განმარტა ზვიად ქორიძემ. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული უვადო მსჯავრდებულები მისივე თქმით, ჯამურად სასჯელს იხდიდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლებით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის გამო. "4 მარტს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის რეკომენდაციით შეწყალების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა და უვადო მსჯავრდებული ქალბატონების შეწყალების საკითხი სწორედ ამ სხდომაზე იყო განხილული",-დასძინა ზვიად ქორიძემ. რაც შეეხება შეწყალების მეორე აქტს, ამ აქტით შეწყალებული იქნა 188 მსჯავრდებული. ამ 188 მსჯავრდებულისდან 7 არასრულწლოვანია.სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სრულად გათავისუფლდება 130 მსჯავრდებული. ისინი დღეს დატოვებენ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს. მათ შორის 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. აღნიშნული შეწყალების აქტით 58 მსჯავრდებულს შეუმცირდა აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი, ზოგს გაუნახევრდა, ზოგს 1/3-ით შეუმცირდა, ზოგს კი, სასჯელი კონკრეტული კალენდარული ვადით შეუმცირდა. ამ 58 მსჯავრდებულს შორის 6 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. "გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდნეტმა მიიღო შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ განხილული საქმეების საფუძველზე წარდგენილი რეკომენდაციებით. 25-დან 27 თებერვლამდე მუშაობდა კომისია და იხილავდა 1212 პირის საქმეს",-განმარტა ზვიად ქორიძემ.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)