16:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 15:36:52, 708 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: უხერხულია შენს განცხადებაზე მოსამართლეებს პორკურატურაში დაარბენინებდე და თავად არ მიდიოდე

უხერხულია შენს განცხადებაზე მოსამართლეებს პორკურატურაში დაარბენინებდე და თავად არ მიდიოდე, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პროკურატურაში არ გამოცხადებას.

 „მინიმუმ, უხერხულია შენს კოლეგა მოსამართლეებს პროკურატურაში "დაარბენინებდე" შენივე განცხადების საფუძველზე და თავად არ მიდიოდე! ეს "დახუჭობანა" თუ "დამალობანას" თამაში აღარ უნდა დაამთავროს პაპუაშვილმა?!“, - წერს კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, საკონსტიტუცი სასამართლოს თავმჯდომარე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურაში 13:00 საათზე იყო დაბარებული. თუმცა, მანამდე პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება, საგამოძიებო უწყებაში არ მივა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში  სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე  პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და  გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571   მუხლის I ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics