|
2016-07-27 12:17:43, 1352 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უმაღლესი სინჯის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 7 წლამდე ვადით.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)