|
2016-07-26 17:49:17, 1174 ნახვა
სამართალი
კულტურის მინისტრმა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს პოზიციების დატოვება შესთავაზა
"კულტურის მინისტრმა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს პოზიციების დატოვება შესთავაზა" - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, თუ ისინი მათი ნებით არ გადადგებიან, "სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით". „საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდია ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება. მიუხედავად სამინისტროს არაერთგზის მცდელობისა, მხარეებს ურთიერთბრალდებები კონსტრუქციულ ვითარებაში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. უწყება ვერ ხედავს ვერავითარ ნიშანს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, სიტუაცია დარეგულირდება. უფრო მეტიც, პროცესები სრულიად მიუღებელ ფორმაში გადაიზარდა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ რგოლებს შორის სრულ დისკომუნიკაციას და შეუთანხმებელ ქმედებებს. ამიტომაც, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს შესთავაზა დატოვონ დაკავებული პოზიციები. თუ მათი მხრიდან დღეს დღის ბოლომდე არ იქნება გადადგმული შესაბამისი ნაბიჯი, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მენეჯმენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მინისტრმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)