|
2016-07-25 11:39:22, 1192 ნახვა
პოლიტიკა სამართალი
პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი დააკავეს - „ჩვენს ოფისზე თვალთვალი მიმდინარეობდა“
„პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გუშინ მათი თემქის ოფისზე მთელი დღის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, პარტიის ოფისიდან გამოსულ მათ თანამშრომლებს პატრული უმიზეზოდ ჩხრეკდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკისას მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც პარტიის ორი წევრი დააკავეს. „ჩვენი თემქის ოფისზე მთელი დღის განმავლობაში თვალთვალი მიმდინარეობდა. ეს ყოველივე ჩვენი პარტიის წევრებმა შენიშნეს. ღამით, როდესაც პარტიის წევრებმა სახლში წასვლა დაიწყეს, ჯერ ერთი მანქანა გააჩერეს და გაჩხრიკეს, ხოლო შემდგომ მეორე მანქანაც დაათვალიერს. ჩვენი თანაპარტიელები ოფისში მყოფებს ურეკავდნენ და ამ ყველაფერს ატყობინებდნენ. ერთ-ერთი მანქანა როდესაც გამოვიდა, ისიც სხვა დანარჩენების მსგავსად გააჩერეს, შეამოწმეს და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. უბრალოდ, მანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა ჩვენი პარტიის წევრმა ამ ყოველივეზე უკმაყოფილება გამოხატა. პატრულმა მას მოსთხოვა, რომ მანქანიდან გადმოსულიყო და ამ დროს მოხდა შელაპარაკება. შელაპარაკებისას ჩვენი პარტიის წევრი და მისი მეგობარი, რომელიც გაშველებას ცდილობდა, დააკავეს. ეს ადამიანები ძალიან უხეშად დაიჭირეს“, - აცხადებენ პარტიაში. შეგასენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ორი წევრი პატრულმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისთვის დააკავა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)