19:43 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-24 17:10:12, 1111 ნახვა

სხვადასხვა
საგარეო უწყება ავღანეთში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ტერორისტულს აქტს გმობა და განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2016 წლის 23 ივლისს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით დაშავდა.

საქართველო გმობს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ყველა გამოვლინებას და მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics