10:12 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 13:18:41, 4184 ნახვა

სამართალი
ჩაჩუას პროცესზე ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზის ამსახველი ვიდეომასალის ჩვენება მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევას ეთმობა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან.

გარდა ამისა, მიმდინარეობს იმ ვიდეომასალის ჩვენებაც, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზას ასახავს. სწორედ ამიტომ, სასამართლო სხდომა დაიხურა.

ცნობითსთვის, პროკურატურის ინფორმაციით,  სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილმა  გამგემ ლევან ჩაჩუამ  2005 წლის 03 თებერვალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.

კერძოდ, გამოძიების ცნობით, ჩაჩუამ სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, ზ.ჟვანიასა და რ.უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით, საქმეზე  ახალი ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელი გახდა.

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics