|
2016-07-22 10:17:54, 950 ნახვა
რეგიონი
აჭარასა და სილეზიას შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია
აჭარის ავტონონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისს შორის აქტიური თანამშრომლობა გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავარობიდან აცნობეს, თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება ორ რეგიონს შორის 5 წლის წინ გაფორმდა და უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიმართულებით. მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო დეპარტამენტის კოორდინაციით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის ჩართულობით 19 ივლისს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის 3 მედიკოსი სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად პოლონეთში გაემგზავრა. ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ორკვირიან კურსს მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში გადიან. უახლოეს პერიოდში პოლონეთში აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კიდევ 3 მედიკოსი გაემგზავრება. ისინი კვალიფიკაციას მარია სკლადოვსკა-კიურისონკოლოგიური ცენტრის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აიმაღლებენ. ცნობისთვის, 2017 წლის ზაფხულში კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ვიზიტი ბათუმში. 2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში" იმყოფებოდნენ. გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქალაქ ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრს სტუმრობდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 2014 წელს ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი. (NS)
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)