|
2016-07-21 23:10:47, 1237 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასთან (UNIDO) თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტს გააფორმებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პოლიტიკის, კვლევებისა და სტატისტიკის დეპარტამენტის დირექტორ ფედერიკო ალკოტას შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა UNIDO-სთან თანამშრომლობის განვითარება დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის, მათ შორის, ინდუსტრიის განვითარება და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. „UNIDO-სგან შემოთავაზებულია ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო იქნება და საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც მიეხმარება როგორც ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასვეე არაერთი ინდუსტრიული დარგის განვითარებას," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის დელეგაციის ვიზიტი ერთი კვირა გასტანს, რომლის დროსაც გაიმართება შეხვედრები საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)