|
2016-07-21 17:49:48, 1219 ნახვა
სამართალი
ვახტანგ ხმალაძე: პაპუაშვილის განცხადებაზე სათანადო გამოძიება უნდა ჩატარდეს
საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. მისი თქმით, თვალთვალი და შანტაჟი დანაშაულია და ამის ჩამდენი უნდა ისჯებოდეს. „თუ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზემოქმედება, მათ შორის ფარული თვალთვალი და ა.შ., ეს არის დანაშაული და დანაშაული უნდა ისჯებოდეს. ასეთ დროს, უნდა მიმართო სამართალდამცავებსა და პროკურატურას. სათანადო გამოძიება უნდა ჩატარდეს და დანაშაულის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ეს ინფორმაცია, რაც პაპუაშვილმა განაცხადა, არის საკმარისი იმისთვის, რომ სისლის სამართლის საქმე აღიძრას, მაგრამ ამ განცხადების საფუძველზე ვერ იტყვის პროკურატურა, ვინ არის დამნაშავის ჩამდენი თუ დამატებითი ინფორმაცია არ მოვიპოვეთ. პროკურატურამ უნდა ჩაატაროს კანონით გათვალისწინებული გამოკითხვა, მათ შორის პაპუაშვილიც უნდა დაიკითხოს“, - აცხადებს დეპუტატი. შეგხსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. "დღეს მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროვებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მთავარი ამოცანაა დღეს მოხდეს პრევენცია და მოსამართლეებს ჰქონდეს საშუალება გადაწყვეტილება კონსტიტუციის და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღონ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)