12:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 13:04:07, 655 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა, რაიმე ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით სანქციებს საქართველო 2014 წელს შეუერთდა და რაიმე ახალ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2014 წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული სანქციების შემოღების შესახებ. იმავე წელს საქართველო შეუერთდა ამ გადაწყვეტილებას.

„გასული წლის ივნისში, ეს გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ 1 წლით ანუ მიმდინარე წლის ივნისამდე. რამდენიმე დღის წინ, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად ძალაში შევიდა. ასე, რომ ახალ სანქციასთან თუ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს.  ეს არის 2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ყოველწლიურად გრძელდება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება, ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამიტომ საქართველო ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, ეს არის დუმის ერთ-ერთი კომიტეტის ინიციატივა. ვფიქრობ, შევიტყობთ თუ რა გაგრძელბა მოყვება ამას, თუმცა ვიმეორებ, ახალ რეალობასთან საქმე არ გვაქვს“, - განაცხადა აბაშიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ განმეორდება 10 წლის წინანდელი ემბარგო, აბაშიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი საშიშროება არ არის და მას ასეთი მოლოდინი არ აქვს.

მისივე თქმით, კარასინთან შეხვედრისას აღნიშნულ თემაზე საუბარი არ იქნება.

„შარშან იყო ეს თემა წამოწეული, მაგრამ ყველაფერი გაირკვა. ამიტომ, მორიგ შეხვედრაზე არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი ღირს“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბირო დუმის საერთაშორისო კომიტეტი მთვარობას რეკომენდაციით მიმართავს, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის "ბორჯომის" იმპორტი აკრძალოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics