|
2016-07-20 18:28:13, 897 ნახვა
რეგიონი
არხილოსკალოში რიგით 35-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საქართველოში ის რიგით 35-ე ცენტრია. არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არხილოსკალოს საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურება არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ 2000-მდე მომხმარებელს, არამედ მიმდებარე სოფლების − ზემო და ქვემო ქედის, საბათლოს, ფიროსმანისა და სამთაწყაროს − მცხოვრებთაც. დღესვე იუსტიციის მინისტრმა საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით პირადობის მოწმობების უფასოდ მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში 9 ადგილობრივ მოსახლეს პირადობის ელექტრონული მოწმობა გადასცა. აღსანიშნავია, რომ სოფელი საკმაოდ მოშორებულია რაიონულ ცენტრს და დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად დედოფლისწყაროს ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და 35 კილომეტრის გავლა უხდებოდათ. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც უკვე შეუსრულდათ ან 9 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი, რომელთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არჩევნებამდე ეწურება მოქმედების ვადა. გარდა ამისა, პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებენ პირები, რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს: ადგილობრივები სოფლიდან გაუსვლელად მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის, ქორწინების რეგისტრაციას და სხვა. არხილოსკალოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ “მაგთისა” და “ლიბერთი ბანკის” მომსახურებაც პირველად გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. სოფელ არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა მკვიდრ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ. არხილოსკალოს გარდა, საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით კიდევ 34 ქართული სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. დღეისათვის საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, დაბა ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, იორმუღანლოში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
(NS)
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)