|
2016-07-21 09:49:46, 1188 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი იქმნება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას განიხილავს. აღნოშნული პროგრამის მიხედვით გეგმა უკვე გაწერილია, თუ როგორ უნდა შეიქმნას საქართველოში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების, ქალაქისა და სოფლისათვის. "მივიღეთ სტრატეგია, სადაც განვსაზღვრეთ რა გზით უნდა წავსულიყავით. ამ პერიოდის განმავლობაში იდენტიფიცირებული და დაყოფილ იქნა რამდენიმე ზონად მთელი საქართველოს ტერიტორია. სახელმწიფო პროგრამა ისე მომზადდა, რომ ეს პროექტი ფაქტობრივად კერძო სექტორთან ერთად განისაზღვრა სხვადასხვა დაინტერესების ზონები. არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს, პირიქით, ხელს უწყობს სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში შესვლას.ხოლო იქ, სადაც ნაკლები დაინტერესებაა, ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას შეყვანილი, ფონდი "ქართუ" მთლიანად აფინანსებს და ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, არანაირი ბიზნეს ინტერესი.ეს პროგრამა წინასწარი ხარჯთაღრიცხვით დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის საშვილიშვილო საქმე, ვინაიდან "ინფორმაციაზე წვდომა, ეს არის წინაპირობა, როგორც განათლების და ზოგადად თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობაც". "ძალიან კარგია, რომ ჩვენ მოკლე პირობაში შევძელით დაგვესტრუქტურებინა ეს პროექტი, რომ მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტი დღეს 33 საკითხს განიხილავს.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)