|
2016-07-20 19:17:02, 701 ნახვა
პოლიტიკა
ჯეისონ ჩეფეტსი: როგორც "რესპუბლიკელების" ასევე "დემოკრატების" მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს
"როგორც "რესპუბლიკელების" ასევე "დემოკრატების" მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს" - ამის შესახებ აშშ-ის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეისონ ჩეფეტსიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის აქვს სურვილი საქართველოს დახმარება გაუწიოს და კიდევ ერთხელ ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. "ვიცით, რომ წინ მნიშვნელოვანი არჩევნებია. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს იყოს ღია და სამართლიანი არჩევნები, რომ მთელმა მსოფლიომ ირწმუნოს ამ არჩევნების შედეგები. მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ აშშ-ში არსებობს, როგორც "რესპუბლიკელების" მხრიდან ასევე "დემოკრატების" მხრიდან სრული მხარდაჭერა, როგორც კონგრესში ასევე ამერიკელ მოსახლეობაში. აშშ-ი მზად არის საქართველოს დახმარება გაუწიოს ყველა ასპექტში", - განაცხადა ჩეფეტსმა.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)