15:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 13:25:34, 608 ნახვა

საზოგადოება
„დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის ბათუმელ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის   - „მოხალისე"  - ბათუმელ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გარკვეული ტრენინგკურსის გავლის შემდეგ, გახდნენ იუსტიციის სახლის მოხალისე „თანამშრომლები“ და საჭიროების მიხედვით,  მოქალაქეების მიღებაში აქტიურად ჩაერთონ. სერტიფიკატები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ირაკლი ხელაძემ 125 მოხალისეს გადასცა. მათ შორის იყვნენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტები.

პროგრამის მონაწილეები ქალაქ ბათუმში აქტიურად იყვნენ ჩართულები იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებულ უფასო პირადობის მოწმობების ერთთვიან აქციაშიც, რომელიც 26 მაისიდან 26 ივნისამდე მიმდინარეობდა. 

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" შესაბამისი ახალგაზრდული პროგრამები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. მათში ჩართვა 14-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics