|
2016-07-20 10:29:38, 1102 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ამბროლაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამბროლაურში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განახლებული შენობა გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ ამბროლაურში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნა. უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა. ამბროლაურის სამმართველოს განახლებული შენობა ახალი, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, შეკეთდა სასწავლო კოშკურა. გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, სამმართველოს გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. განახლებულ შენობაში 29 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი მუშაობს. შს მინისტრმა 4 მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და სანიმუშოდ შესრულებისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. შს სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2015 წლიდან დღემდე, განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12 შენობა, აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე, 3 ახალი შენობის აშენება და 4 ძველი ნაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება. (NS)
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)