11:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 12:44:03, 599 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მიტო ცერართან გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის, შეხვედრისას მხარეებმა დაინტერესება გამოთქვეს, სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობისა  და სლოვენიის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა მზადყოფნას, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტის დელეგაციაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჩართვა და ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა, ურთიერთობების გაღრმავებისათვის წინგადადგმული ნაბიჯია.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების-ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების გათვალისწინებით,  საქართველო მიესალმება სლოვენიელი მეწარმეებისა და ინვესტორების მიერ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის  შესწავლას.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სფეროს, ქართულმა მხარემ დაინტერესება გამოხატა ერთობლივი სასოფლო - სამეურნეო პროექტების განხორციელებაში.

ქართული მხარე დაინტერესებულია ასევე, სლოვენიის ბაზარზე საქართველოს  სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

 საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics