14:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 10:24:18, 623 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ლიუბლიანას ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ  საქართველოს პრეზიდენტის სლოვენიის რესპულიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  ქალაქ ლიუბლიანას ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ჩიჩუა ქალაქის ფუნიკულიორზე მდებარე მე-15  საუკუნეში აგებულ ციხე-სიმაგრეში იმყოფებოდა და ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ცნობილი სლოვენიელი მხატვრის ვლადიმერ მაკუცის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ნათელი ცის გასწვრივ" დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 60 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

დღესვე, პირველი ლედი ბლედის ტბაზე მდებარე კუნძულზე იმყოფებოდა. მან ისტორიული ტაძარი და სამრეკლო მოინახულა, სადაც ტრადიციული ტკბილეულით - „პოტიცა" გაუმასპინძლდნენ.

საქართველოს პირველ ლედის მასპინძლობას სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ნატაშა კოვაჩი უწევდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics