|
2015-03-05 11:59:04, 1309 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადასახადები არ გავზარდოთ
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე არ გავზარდოთ გადასახადები",-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს და არც კაპიტალური და არც სოციალური ხარჯები არ შემცირდება. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გავზარდოთ გადასახადები. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს და არ შემცირდება არც კაპიტალური, არც სოციალური ხარჯები. ხოლო წარსადგენ გეგმას დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზეც განვიხილავთ. გვექნება ამაზე მსჯელობა. ყველა სამინისტრო წარმოადგენს თავის წინადადებას ფინანსთა სამინისტროში და ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას", -განაცხადა ნოდარ ხადურმა. შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისია საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარებიდან ორ გამოსავალს სთავაზობს- ან გაზარდოს გადასახადები, ან შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები. „უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო გარედან მომავალი დიდი ეკონომიკური შოკი. სერიოზული ეკონომიკური ვარდნა განიცადეს რუსეთმა, უკრაინამ და სომხეთმა. ეს ქვეყნები საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. მნიშვნელოვნად გაუფასურდა მათი ეროვნული ვალუტაც. აქედან გამომდინარე, რთულია რჩევის მიცემა. ვინმეს დადანაშაულებას თავი ავარიდოთ და ვეძებოთ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები, რაც ადვილი არ იქნება. მაგრამ მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენი რეცეპტი ასეთია, - გადასახადების გაზრდა და ხარჯების შემცირება, ბიუჯეტის დეფიციტი უკონტროლო არ უნდა გახდეს, უნდა შენარჩუნდეს მცურავი გაცვლითი კურსი და მოერგოს მიღებულ შოკს. რაც შეეხება კრედიტის აღებას, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ის შეიძლება დაეხმაროს ვითარებას ამ შოკის დროს, მაგრამ ის იქნება მოკლევადიანი. აუცილებელია ფუნდამენტურ პრობლემებზე მუშაობა", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფინდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)