21:19 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 19:27:44, 1254 ნახვა

ეკონომიკა
ქართული მხარე ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნაში მონაწილეობას ადასტურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს, სომხეთის, ირანის, ბულგარეთის და საბერძნეთის მიერ, ახალი სატრანსპორტო კორიდორის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან სალუქვაძემ განუცხადა, პროექტში საქართველოს ჩართულობა პრიორიტეტულია.

მისი თქმით, კორიდორის შექმნა სატრანზიტო ფუნქციის სრულად გამოყენებას შეუწყობს ხელს. 

„ამ პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად გამოყენებისთვის მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. სატრანსპორტო დერეფნის პროექტი ცოტა ხნის წინ იქნა ინიცირებული, მხარეებს შორის უკვე გაიმართა  მოლაპარაკებების ერთი რაუნდი, ხოლო მეორე რაუნდი ტექსტის შეჯერების მიზნით 14-15 ივლისს  შედგა ქალაქ სოფიაში. ბულგარეთში საქართველოს მხრიდან  სხვადასხვა სამინისტროებისა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან“, - აღნიშნა ქეთევან სალუქვაძემ. 

მისივე თქმით, პროექტის განხორციელებას კიდევ უფრო რეალურს და მიმზიდველს ხდის ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის იანვარში, „საქართველოს რკინიგზის“ მონაწილეობით, პროექტის მონაწილე ქვეყნებთან ერთად გაფორმდა ოქმი აღნიშნულ მარშრუტზე ერთიანი, გამჭოლი ტარიფის ფორმირების შესახებ.

„მულტიმოდალური სატრასპორტო დერეფნის განვითარება თავისთავად გულისხმობს გადაზიდვის დროს საზღვაო, სარკინიგზო და სავტომობილო ტრანსპორტის ჩართულობას. თუ ამჟამად ირანიდან ან ინდოეთიდან ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირებას ესაჭიროება 30-40 დღე, აღნიშნული მარშრუტი შესაძლებელს გახდის ამ ქვეყნებიდან ტვირთის გადაზიდვას 14-15 დღის განმავლობაში, რაც, დროსთან ერთად, ბუნებრივია, შეამცირებს გადაზიდვის ხარჯებსაც“, - განაცხადა ქეთევან სალუქვაძემ.

სატრანსპორტო კორიდორი სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას დააკავშირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics