|
2016-07-15 14:28:23, 1162 ნახვა
ეკონომიკა
“პაშა ბანკი” მესამე წელია ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორია
პაშა ბანკი უკვე მესამე წელია ფოთის გრანდიოზული საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გენერალური სპონსორია. ფესტივალი 13 ივლისს გახსნილად გამოცხადდა. ის 2006 წლიდან ქალაქ ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 10 ტურნირს როგორც ბავშვთა ასევე პროფესიონალ მოჭადრაკეთა შორის. აღნიშნული ფესტივალი მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეების მონაწილეობის, მასშტაბის და ორგანიზების დონის თვალსაზრისით, კავკასიის რეგიონში უპირველესია და ის შეტანილია მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის ყოველწლიურ კალენდარში. ფესტივალში გათამაშებული პარტიები გადაიცემა ონლაინ რეჟიმში ინტერნეტის საშუალებით და მსოფლიოს მასშტაბით ჭადრაკის მოყვარულებს აქვთ საშუალება თვალყური ადევნონ პარტიებს. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 10 წლის განმავლობაში საჭადრაკო სამყაროს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 12-გზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ალექსანდრიას სახელობით იმართებოდა. „ჩვენი ბიზნეს მიდგომის ერთ-ერთი მახასიათებელი ის არის, რომ ჩვენთვის გრძელვადიანი პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. პაშა ბანკი 2013 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და უკვე მესამე წელია სპონსორობას ვუწევთ საჭადრაკო ფესტივალს. ქართული საჭადრაკო სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო და ჩვენი ქვეყნის არაერთი მსოფლიო დონის მოჭადრაკე ახსოვს ამ სპორტის ისტორიას. იმედი გვაქვს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და მსგავსი ფესტივალების გამართვით ახალგაზრდებს ექნებათ მეტი მოტივაცია, რომ განავითარონ საკუთარი ნიჭი და უნარები,“ განაცხადა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
(NS)
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)