04:32 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-12 15:42:25, 677 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პრინციპად პიროვნული დაპირისპირება იქცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პრინციპად პიროვნული დაპირისპირება იქცა, რამაც კოლაიციის დაშლა გამოწვია.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე აღნიშნა,  კოალიცია  ერთიანი ხედვების, იდეების ირგვლივ გაერთიანებას  გულისხმობს.

მისივე თქმით,  2014 წლის  იანვრიდან კი  კოალიცია "ქართული ოცნების" პრინციპად იქცა პიროვნული დაპირისპირება, რამაც გამოიწვია კოალიციის დაშლა.

"კოალიცია ხედვების და იდეების ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს, თუმცა 2014 წლის იანვრიდან ასეთი ღირებულებებითი გაერთიანების მაგივრად კოალიცია ”ქართული ოცნების” სამუშაო პრინციპად არა რეფორმების ირგვლივ გაერთიანება, არამედ პიროვნული დაპირისპირება და ინსტიტუტების შესუსტება იქცა. ასეთმა დღის წესრიგმა საბოლოოდ გამოიწვია კოალიციის დაშლა, ასეთია პრეზიდენტის აზრი ამ საკითხზე”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics