|
2016-07-07 12:16:28, 678 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ძალიან შემაშფოთებელია: „ სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები არ ერიდებიან თავიანთი საქმეების მოგვარებას ძალისმიერი მეთოდების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო დაინტერესებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იყოს მშვიდობიანი გზით და გამორიცხული იყოს, ძალადობა, მითუმეტეს რამე მსხვერპლი”,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ სოხუმში ოპოზიციამ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღება სცადა. ასობით დემონსტრანტი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას ითხოვდა. ცნობისთვის, აფხაზეთში 10 ივლისს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ოპოზიცია აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და კენჭისყრის შემოდგომაზე გადატანას ითხოვს, რაზეც ე.წ. მთავრობა უარს აცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)