|
2016-07-06 16:30:36, 1111 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მაგალითზე ასტანაში, საბაჟო გაფორმების ცენტრი გაიხსნა
საქართველოს მაგალითისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, საბაჟო გაფორმების ცენტრი გაიხსნა. როგორც აზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გოსმან ამრინმა აღნიშნა, ამოქმედებული პროგრამა, საბაჟო გაფორმების ეკონომიკური ზონების საქართველოს მაგალითზე შექმნას ისახავს მიზნად. პროგრამა „ასტანა 1“ ,საქართველოს საბაჟო სისტემაში მოქმედი საბაჟო დეკლარირების პროგრამის თითქმის ანალოგიური იქნება. შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვახტანგ ლაშქარაძემ, ღონისძიების მონაწილეებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სახელით, სიტყვით მიმართა და პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთი, საქართველოს მაგალითის მიხედვით, საბაჟო მიმართულებით იწყებს გამჭვირვალე, მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემით ოპერირებას. ლაშქარაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სისტემა ყაზახეთშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საქართველოში. ასტანის შემდეგ საბაჟო გაფრმების ცენტრები ეტაპობრივად ალმა-ატაში, შიმკენტში, პავლოდარში, აქტაუსა და ყარაგანდაში გაიხსნება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)