05:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 13:04:17, 649 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში მცხოვრებ 320 დევნილ ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, ადგილობრივ თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად   ზუგდიდში,  წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ თაბუკაშვილის ქუჩაზე  მცხოვრები 320 დევნილი ოჯახის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. 

უწყების ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილის მოწყობას, რის შემდეგაც   იძულებით გადაადგილებულ პირები 24 საათიანი წყალმომარაგებით და ხარისხიანი წყლით იქნებიან უზრუნველყოფილი.  

გიორგი კობერიძე თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემას სასმელ წყალთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ გაეცნო და  დევნილ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics