|
2016-07-05 17:52:27, 1116 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ლურჯი მოცვის პირველი პარტია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა. 2016 წლის მაისში არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტმა და ექსპორტის შესაძლებლობების განხილვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო. ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიაა "Vanrik Agro Group“, რომელმაც ქართული პროდუქცია დუბაიში უკვე გააგზავნა და არაბულ ბაზარზე დიდი დაინტერესების გათვალისწინებით დამატებით შეკვეთებსაც ელოდება. კომპანიის თანადამფუძნებელია საპარტნიორო ფონდი. მაისში, არაბულ მხარეს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა დელეგაციის წარმომადგენლების ქართულ საწარმოებში სტუმრობა და მათთვის სამუშაო პროცესის გაცნობა. დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi წარმომადგნელებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ 25 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სექტორიდან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით არაბულ მხარესთან განხილულ იქნა მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური წყლის და საკვები პროდუქტების გატანის შესაძლებლობები, რაც როგორც შედეგებიდან ჩანს საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)