14:44 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-04 21:41:17, 1479 ნახვა

სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

სათათბირო ოთახში გასვლამდე ნაფიც მსაჯულებს მოსამართლემ განმარტებები მისცა. კერძოდ, ნაფიც მსაჯულებს განემარტათ კანონის რომელი მუხლებით უნდა იხელმძღვანელონ და რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღონ, მიუხედავად მათი პირადი სიმპათიისა თუ ანტიპათიისა. 

სამ საათიანი დრო ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად არ გამოიყენეს.  

ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ.  

ბრალდება 16-დან 20 წლამდე  ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს.  6 ივლისს, 11 საათზე სასჯელს სასამართლო დანიშნავს.

მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე  და დაცვის ორი მოწმე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics