|
2016-07-02 12:55:26, 1165 ნახვა
სამართალი
კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბექა დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე, ნაცნობს - 1984 წელს დაბადებულ მიხეილ ც.-ს ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიხეილ ც., მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)