14:44 - 14 Aug, 2026
|
2016-06-30 09:44:42, 1047 ნახვა
სამართალი
შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით გასვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 18.05.2011 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ტატიანა პ. დააკავეს. ტატიანა პ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. ამ დროისთვის ტატიანა პ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)