|
2015-03-02 12:56:24, 1174 ნახვა
სამართალი
ვინ და რატომ ცდილობს კიწმარიშვილის საქმის გაყალბებას - ვიდეო ექსკლუზივი
ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსმა" მიაკვლია მოწმეს, რომელიც ნანა კაკაბაძის ჩვენებებს თავდაყირა აყენებს. მოწმე, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანონ გახმაურებულ საქმეში. ერთ-ერთმა მათგანმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გარეომოებებზე გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია უკვე მიაწოდა. კონკრეტული პირების ვინაობა ჯერ არ სახელდება, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის განცხადებით, ისინი შესაძლოა გამოძიების მთავარი მოწმეები გახდნენ. ეს გახდათ ახალი ამბების მთავარი გზავნილი 2015 წლის 9 თებერვალს. როგორც უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ "პრაიმ ტაიმს"განუცხადა, მან პროკურატურას ორჯერ მისცა ჩვენება იმის შესახებ, რაც მისთვის გახდა ცნობილი. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ სადაც კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტი მოხდა, პირველივე წუთებში, სანამ შემთხვევის ადგილას სამართალდამცავები და ჟურნალისტები მივიდოდნენ, ავტოფარეხთან გაჩერდა მანქანა, ტაქსის ტრაფარეტით.იქიდან გადმოვიდა ერთი ადამიანი და ჩავიდა ავტოფარეხში. მისი მანქანიდან გადმოსვლისთანავე, მეორე ადამიანმა მოხსნა ტაქსის ტრაფარეტი.პირი,რომელიც ავტოფარეხში ჩავიდა, იქიდან მალევე ამობრუნდა, ერთ ადგილზე მივიდა და თქვა,თუ გაიგეთ რომ ეროსი კიწმარშვილმა თავი მოიკლაო? ამ განცხადებიდან რამდენიმე ხანში "ექსპრესნიუსმა" მიაკვლია მთავარ მოწმეს, რომელიც ნანა კაკაბაძეს ესაუბრა და ამ საუბრის შინაარსი კაკაბაძემ მედიას მოუყვა. როგორც მოწმე ამბობს, ნანა კაკაბაძემ ტაქსის შემთხვევა გააყალბა და გამოძიება განზრახ შეცდომაში შეიყვანა. ვიოლა ბელოვას თქმით, ტაქსიდან, რომელიც მან დაინახა, ნამდვილად პოლიციელები გადმოვიდნენ და მკვლელობის ადგილას ჩავიდნენ, კაკაბაძემ კი, ეს ეპიზოდი განზრახ გააყალბა. კიწმარიშვილის საქმის მთავარ მოწმესთან ვრცელი ინტერვიუს სანახავად დააჭირეთ ჩართვის რეჟიმს პ.ს ვიდეოს ერთ მონაკვეთში, სადაც უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე საუბრობს, გამოყენებულია ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ახალი ამბების გამოშვების "კურიერის" სიუჟეტის ნაწილი.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)