15:21 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-28 18:01:34, 674 ნახვა

პოლიტიკა
მიშველაძე: პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს არც „ნაც.მოძრაობა„ და არც „ოცნება„, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ უჭერენ მხარს

"არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება", ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ უჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ, მაღალი პროფესიული ხარისხის კანდიდატებს," - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მიშველაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ცილს სწამებს ადამიანებს, რომელთა ბიოგრაფიაში არანაირი პარტიული კუთვნილება არ იკვეთება.

"ვეხმაურებით, „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მას პარალმენტში არ ყავს მოკავშირეები სასამართლო სისტემის განახლებასთან და გაჯანსაღების პროცესთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც თავის დროზე ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიტიკურ დიქტატს დაუქვემდებარა ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი შტო, დღეს ცილს სწამებს ადამიანებს, რომელთა ბიოგრაფიაში არანაირი პარტიული კუთვნილება არ იკვეთება და შესაძლოა, სწორედ ამიტომაც არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება", ყოველგვარი არგუმენტის გარეშე არ უჭერს მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ, მაღალი პროფესიული ხარისხის კანდიდატებს.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც პარლამენტის წევრები კვალიფიციურად მიუდგებიან საკითხს, გაიზიარებენ მიუკერძოებელი სასამართლოს საჭიროებას და მხარს დაუჭერენ წარდგენილ კანდიდატებს," - განაცხადა მიშველაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics