|
2016-06-28 11:43:57, 1086 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე, ბეტინა ჰაგედორნი ხელმძღვანელობს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გერმანიის მხარდაჭერისთვის როგორც ფინანსური დახმარების კუთხით, ასევე, ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები. ამჟამად საჯარო სექტორში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, 6 პროექტი მიმდინარეობს წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სფეროებში და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის მიზნით. მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 195.4 მილიონ ევროს შეადგენს. საუბარი, ასევე, შეეხო ტექნიკური დახმარების საკითხებს, რომელიც ქვეყანაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დახმარებით მიმდინარეობს. როგორც აღინიშნა, მნიშნელოვანია GIZ-ის მიერ გაწეული ტექნიკური მხარდაჭერა საჯარო ფინანსების მართვის კუთხითაც, რაც მოიცავს გერმანელი ექსპერტების მონაწილეობას ტრენინგების მომზადებაში, გერმანიის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას თანამშრომელებისათვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრამული ბიუჯეტირების, სახელმწიფო შიდა კონტროლის, საერთაშორისო დაბეგვრის, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებებით გერმანელი პარტნიორების დახმარებას. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საბიუჯეტო აუდიტის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 30 ივნისს დასრულდება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)