|
2016-06-28 10:11:16, 1120 ნახვა
სამართალი
”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა. ბრალდებულებს - კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს აჟა ლელუაშვილს 3-წლიან პატიმრობა, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. ხიზანიშვილი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამტყუნდა და წელიწადნახევარი მიესაჯა. ამასთან, გაფლანგვის მუხლით თბილისის სასამართლომ ხიზანიშვილი გაამართლა. მას, პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ცნობისთვის, ხიზანიშვილი წინა წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ასევე, გიგი უგულავას მოადგილე და შს ადმინისტრაციის უფროსი იყო. ხიზანიშვილი გირაოთი იყო გათავისულფებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)