|
2016-06-27 12:14:01, 1017 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე: აეროპორტში ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება
ახალი ტერმინალის მშენებლობაზე დაახლოებით 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის დღევანდელ ღონისძიებაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დამატებითი ტერმინალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. "კიდევ ერთი დამატებითი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. დაახლოებით 60 მილიონი დაიხარჯება ამ ყველაფერში. თქვენ ხედავთ, რომ ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია",- განაცხადა კალაძემ. როგორც კალაძემ აღნიშნა, მშენებლობის პროცესში სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამასთან, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტები ვითარდება. 2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი ტერმინალი მოემსახურება, ტერმინალს საფუძველი პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრთან და "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტთან ერთად ჩაუყარა. აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, რომელმაც 2015 წელს 1,800 00 გადააჭარბა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)