|
2016-06-25 22:08:30, 1052 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის რეგიონს კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო შეემატა
აჭარის რეგიონს კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო- "კასტელო მარე" შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. “ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემოგარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს,»-განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და კურორტების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი განმარტებით, ბაკურიანში უკვე დაიწყო კოხტა - მიტარბის განვითარების პროექტი, რაც სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის თანამშრომლობით ხორციელდება. პრემიერის ინფორმაციით, ერთ თვეში ბაკურიანში ამოქმედდება ახალ ატრაქციონი- ალპური ციგების გასართობი კომპლექსი, რომელიც ზაფხულის მიმართულების განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)